პოლიტიკა

„არავის ვეომებით, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არც არავისი გვეშინია“

დავიწყებთ მუნიციპალური არჩევნებით, გავაგრძელებთ საპარლამენტო არჩევნებით და ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველას ვაჩვენებთ როგორ უნდა იზრუნო ხალხთან ერთად და აშენო სახელმწიფო. რაც მთავარია – ჩვენ ეს შეგვიძლია! , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარტიის ხედვებზე ისაუბრა.

„ბევრი კარგი ადამიანია იქით მხარეს, ჩვენც ხომ იქედან მოვედით – ჩვენც ხომ „ოცნების“ ნაწილი ვიყავით. იქ ბევრი ღირსეული ადამიანი დარჩა, მაგრამ უკვე უფრო სწრაფად არის ბევრი რამე გასაკეთებელი, უფრო ეფექტიანად, უფრო კეთილსინდისიერად არის გასაკეთებელი. ერთხელ და სამუდამოდ ერთმანეთის ჭამას, გინებას და ლანძღვას თავი უნდა დავანებოთ და უნდა ვთქვათ – ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს ღირსეული მომავალი შევუქმნათ“, – განაცხადა გახარიამ.

ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ მისი მუქარების არავის ეშინია.

„არავის არ ვეომებით, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არც არავისი გვეშინია. ვერანაირი მუქარებით, რაღაც სამსახურიდან გაგდებებით ვერავის შეაშინებენ, საერთოდ ვერავის! მინდა თითოეულ ადამიანს ვუთხრა – იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის გვერდით ვდგავარ და აბა, მოვიდნენ და ვინმეს დაემუქრონ! ვერავინ ვერასოდეს გაბედავს ამ ქვეყანაში რიგითი ადამიანის დაშინებას იმით, რომ სამსახურს და ხელფასს დაკარგავს! ეს არის უღირსობა უბრალოდ”, – განაცხადა გახარიამ.

მან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც დააანონსა.

ipn.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close