საზოგადოება

ანა კასრაძე: დღემდე არ არსებობს მყარი მტკიცებულება, შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით ხელახლა ინფიცირება

ჯერჯერობით არ არსებობს მყარი მტკიცებულება, შესაძლებელია თუ არა ვირუსგადატანილი ადამიანის ხელახლა ინფიცირება – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის რეაგირების სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ განცხადა.

„გვჭირდება, გავიდეს გარკვეული პერიოდი და რეინფექციის შემთხვევები შევაფასოთ. ჯერჯერობით, მსოფლიოში არსებული კვლევებით ის შემთხვევები, რომლებიც დაუშვეს, რომ იყო რეინფექცია, აღმოჩნდა რომ იყო ნარჩენი ვირუსი, ანუ არ იყო ბოლომდე ვირუსის ელიმინაცია ორგანიზმიდან. შესაბამისად, რეინფექცია შესაძლებელია თუ არა, ამის შესახებ მტკიცებულება მყარი და საკმარისი რაოდენობით არ არსებობს. ვფიქრობ, ამაზე მეტი მტკიცებულება გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება“, – აღნიშნა ანა კასრაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close