საზოგადოება

„ამ სადისტის ბუნებიდან გამომდინარე, პირდაპირ მუქარად მივიღე!“ – რას ფიქრობენ საჯარო მოხელეები სააკაშვილის SMS შეტყობინებაზე?

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკა კვიტაშვილი გამოეხმაურა სააკაშვილის SMS შეტყობინებას, რომელიც მან საჯარო მოხელეებს გაუგზავნა.

„SAAKASHVILI – „სამსახურს არცერთ შემთხვევაში დაკარგავთ“. ამ გზავნილს აგზავნის თურმე.  ჯერ გამეცინა. რატომ? პირველი – იმიტომ, რომ უპირველესად, წერა-კითხვას თუ ისწავლის და მერე მოგვწერს, კარგი იქნება ( თუმცა,  რაბათზე რომ იბოდა, იმის მერე რა უნდა გამიკვირდეს);  მეორე – იმიტომ, რომ პირველი ნოემბრიდან თავად უმუშევარი დარჩება და არა მგონია, სხვების დასაქმება-არდასაქმებაზე საზრუნავად ჰქონდეს საქმე (ამასობაში ზელენსკის პარტიამ, „ნოვატორი მიშას“ გადამკიდემ, უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები ყველა დიდ ქალაქში წააგო).

მერე გავბრაზდი მის უტიფრობაზე. რატომ? პირველი – იმიტომ, რომ ამ სადისტის ბუნებიდან გამომდინარე, პირდაპირ მუქარად მივიღე! მეორე – იმიტომ, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სადაც მუშაობა დავიწყე (რა თქმა უნდა, გარდა საჯარო სექტორისა), პირდაპირ ულტიმატუმს უყენებდნენ იმ კომპანიების ან დაწესებულებების ხელმძღვანელებს, სამსახურიდან  თუ არ გამათავისუფლებდნენ, ან შეკვეთას ვერ მიიღებდნენ, ან მკაცრად შეამოწმებდნენ მათ საქმიანობას.

მესამე – იმიტომ, რომ გამოვიდეს რომელიმე საჯარო მოხელე და თქვას – ნაცების დროს საჯარო სექტორში განსხვავებული აზრის მქონე თუნდაც ერთი  მოხელე მსახურობდა?! ასეთი ბუნებაში არ არსებობს, რადგან მათთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი, ამიტომაც წერს ამ უდღეურ სმს-ებს. „ქურდს ქუდი ეწვისო“, მასზეა!

შეცდი, მიშა, ეს არ უნდა მოგეწერა. კიდევ ერთხელ შეგვახსენე, რომ არასდროს უნდა დაბრუნდეს დრო, როცა შენ ნიშნავდი ან ხსნიდი ადამიანებს!“ – წერს კვიტაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close