საზოგადოება

„ამ კაცს, მინისტრის წყალობით 2500 ლარი რომ აქვს ხელფასი, პრემიერი არ მოსწონს თურმე“ – ნანიკო მშვიდობაძე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა, „ბათუმელებთან“ საქართველოში 5 ივლისსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. პედაგოგის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს და ახალ პრემიერს ელოდება, რომელიც უფრო დაამშვიდებს სიტუაციას. ლადო აფხაზავას ინტერვიუს ჟურნალისტი ნანიკო მშვიდობაძე ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„ეს ის კაცია, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე რომ გაიმარჯვა და მსოფლიო ჯილდოს ათეულში რომ მოხვდა, გაუგებარი (?!) მიზეზების გამო (სენსიტიური თემაა და ამ მიზეზებზე ხმამაღლა ამიტომ არ ვსაუბრობ). კაცი, რომელიც უწყინარი კომენტარის გამო, სამსახურიდან ჩემ გათავისუფლებას ითხოვდა, ისე გათავხედდა; კაცი, რომელთან ერთადაც მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს და კარგად ვიცი, რა შესაძლებლობებიც აქვს, რა რესურსიც და როგორი განათლებაც; კაცი, რომელიც ძალიან იოლად მანიპულირებდა ახალგაზრდების, სასკოლო ასაკის ბავშვების გონებაზე (სწავლას გართობა არ სჯობს?!  ) და კაცი, რომელიც აცხადებდა აპოლიტიკური ვარ და ნაცებთან კავშირი დამაბრალესო, როცა მიშასთან გადაღებული ფოტოები ამოუყარეს. ჰოდა, აი, ეს აპოლიტიკური გლობალთიჩა აცხადებს, რომ დღეს საქართველოს პრემიერი არ ჰყავს… ბედის ირონიაა, აშკარად.
ამ კაცს განათლების ყოფილმა მინისტრმა, ბატიაშვილმა მენტორი პედაგოგის სტატუსი ხონჩით ისე მიართვა, არც გამოცდა ჩაუბარებია, არც კონკურსი გაუვლია და არც სავალდებულო თემები დაუწერია, აი, ასე, ადგა მინისტრი და მენტორი პედაგოგი გახადა ეს კაცი, მაშინ, როცა ლანჩხუთში უამრავი საუკეთესო პედაგოგია… ჰოდა, ამ კაცს, მინისტრის წყალობით დღეს 2500 ლარი რომ აქვს ხელფასი, პრემიერი არ მოსწონს თურმე
ბედის ირონიაა მეთქი… რედაქციაში მუშაობის დროს ამ კაცს ამბები მოჰქონდა და რაკი წერა არ შეეძლო, ნიუსად მერე რომელიმე ჩვენგანი აქცევდა.
ხოლო უმუშევარი რომ დარჩა და ადამიანურად შემეცოდა (რადგან ვიცი რასაც ნიშნავს ეს), რომელიღაც არასამთავრობოს მიერ გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ ეგრევე ვაცნობე და საკონტაქტოც გავუგზავნე. მუშაობაც დაიწყო იქ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ასე მითხრა : გამომიშვეს იქიდან და შენი ბრალია ალბათო. ბედის ირონიაა, კი, ვინ იცის, რეალურად რატომ გამოუშვეს, მე იმ ნჯოს არც სახელი მახსოვს და კონტაქტზე საუბარიც ზედმეტია…
ჰოდა, აი, თქვენი მენტორიც, ლამის ხელში ატატებული რომ დაგყავდათ და ენის მოჩლექით რომ საუბრობდა, პილიტიკისგან შორს ვარ, მიგონებენო…
ახლა ვინმე ტყუილად არ გამომიხატეს აქ ამ არსების დასაცავად, თორემ არ დავინდობ, გეფიცებით…
პ. ს. სხვათა შორის, ლესის საოჯახო ტიპის სახლიდან, რომელსაც სწორედაც რომ, იყენებდა სათავისოდ, უკვე გაათავისუფლეს…

პ. ს. აქვე ვიტყვი, მადლობა ღმერთს, არც ამ თიჩას და არც მისი მეხოტბეების გადასაწყვეტი არაა ვინ იქნება საქართველოს პრემიერი, რადგან უმრავლესობა მაინც ჩვენ ვართ, ჩვენ – ადამიანები წოდების გარეშე, ხოლო საქართველოს უდავოდ, ღირსეული პრემიერი ჰყავს!!!“ – წერს ნანიკო მშვიდობაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close