პოლიტიკა

ე.წ. ექსპერტები გამოვიდნენ და მიიტანეს იერიში ამერიკაზე, დასავლეთზე, ცოტა ხანში დავინახავთ საით მიდის „ქართული ოცნება“- სერგო ჩიხლაძე

ამერიკაში ვიზიტის შემდეგ, დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში აუცილებლად იქნება რიგგარეშე არჩევნები. ეს იქნება რიგგარეშე თუ რიგითი არჩევნები, რაღაც ნაბიჯებით ვაიძულოთ და აიძულებს დასავლეთი „ქართულ ოცნებას“, რომ უფრო საღ ვითარებაში მოხდეს ამ არჩევნების ჩატარება.

ამერიკაში ვიზიტის შემდეგ, დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში აუცილებლად იქნება რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი” ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ ფიქრობს, რომ დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ აიძულებს ახალი არჩევნების ჩატარება უფრო საღ ვითარებაში მოხდეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, დღეს მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან გააქტიურდა ანტიამერიკული და ანტიდასავლური კამპანია.

„ილუზია არ გვაქვს, რომ სრულყოფილ რეფორმას ჩაატარებს, მაგრამ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება გარკვეული ნაბიჯები გადადგას. ამერიკაში ვიზიტის შემდეგ, დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად იქნება რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ ეს იქნება რიგგარეშე თუ რიგითი არჩევნები, რაღაც ნაბიჯებით ვაიძულოთ და აიძულებს დასავლეთი „ქართულ ოცნებას“, რომ უფრო საღ ვითარებაში მოხდეს ამ არჩევნების ჩატარება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არა თუ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ, ვხედავთ, რომ ანტიდასავლური, ანტიამერიკული ისტერია დაიწყეს. ხან ელჩს დაესხნენ თავს. გადავავლოთ თვალი მათ ე.წ. ექსპერტებს, გამოვიდნენ და მიიტანეს იერიში ამერიკაზე, დასავლეთზე. რამდენიმე კვირაში, რამდენიმე თვეში ზუსტად დავინახავთ, მართლა საით მიდის „ქართული ოცნება“. გზავნილიც ასეთი იყო ჩვენი პარტნიორებისგან, „არის კედელი, აქეთ რუსეთია, იქით მთელი ცივილიზებული სამყარო“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close