Slider

ამგვარ სიტუაციაში, სასწავლო პროცესი არის ძალიან საფრთხილო – თამარ გაბუნია

პანდემიის ყველაზე რთული მიმდინარეობის პირობებშიც კი რეკომენდაცია არის ისეთი, რომ სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან

ამგვარ სიტუაციაში, სასწავლო პროცესი არის ძალიან საფრთხილო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს სკოლები პანდემიის მართვისთვის მზად არიან და მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა სწავლა სკოლის გარემოში გააგრძელონ.

„ამგვარ სიტუაციაში, სასწავლო პროცესი არის ძალიან საფრთხილო. თუმცა, პანდემიის ყველაზე რთული მიმდინარეობის პირობებშიც კი რეკომენდაცია არის ისეთი, რომ სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან და მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იყოს იმაზე, რომ ბავშვებმა, სწავლა საკლასო გარემოში გააგრძელონ. მასწავლებლების ვაქცინაცია ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური იყო. სკოლები დღეს, პანდემიის მართვისთვის, თავის მიკრო გარემოში კარგად არიან მზად, ამდენად ჩვენც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა სკოლის გარემოში გააგრძელონ სწავლა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყო,სასწავლო პროცესი კი 17 იანვარს განახლდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close