საზოგადოება

“ალტინფოს”  გურიის ორგანიზაციის ლიდერმა ტვ პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას სცემა

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ალტინფოს”  გურიის ორგანიზაციის ლიდერმა მამუკა ანდღულაძემ ტვ პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას სცემა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ბახვში მოხდა. ასევე დაუმტვრია ტელეფონი და აპარატურაც.

ნაცემი ჟურნალისტი შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტიდან ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.

იქამდე კი ანდღულაძემ გურიის გუბერნიის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის მოხსნა სცადა. სწორედ ამ ინციდენტზე კომენტარისთვის მივიდა გოგელია ანდღულაძესთან.

თვითმხილველების თქმით,  ანდღულაძე შენობასთან საკუთარი მანქანით მივიდა და დროშის მოხსნას შეეცადა, თუმცა  დაცვის პოლიციამ მას ხელი შეუშალა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძეც, რომელსაც კომენტარი არ გაუკეთებია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close