საზოგადოება

ალექსანდრე გოგინავა: თუ ეპიდსიტუაციის სტაბილიზება არ მოხერხდება, ჰოსპიტალური სექტორი და კლინიკური ნაწილი ვერ გაუძლებს”

ეპიდემიური მდგომარეობა ქვეყანაში კვლავ საყურადღებოა. ინფიცირების მაღალ რიცხვთან ერთად, შენარჩუნებულია ლეტალობის მაღალი მაჩვენებელიც.

ექიმების განმარტებით, ეს რეგულაციების უგულებელყოფასა და ვაქცინაციის დაბალ ტემპს უკავშირდება. მათი თქმით, მსგავსი ტენდენციის შენარჩუნება ჰოსპიტალურ სექტორზე უარყოფითად აისახება და, შესაძლოა, ქვეყანა კვლავ საველე საავადმყოფოების საჭიროების წინაშე დადგეს.

„ეპიდსიტუაცია საყურადღებო რჩება. მოგეხსენებათ, რომ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დღიურად, 3-დან 5 ათასამდე ახალი შემთხვევა გვაქვს. თუ ეპიდსიტუაციის სტაბილიზება არ მოხერხდება, ძალიან რთული იქნება, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა და კლინიკურმა ნაწილმა ბოლომდე გაუძლოს ასეთ დატვირთვას. ამიტომაა მნიშვნელოვანი სწრაფი რეაგირება და ეპიდსიტუაციის სწრაფად სტაბილიზაცია“, – აცხადებს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close