საზოგადოება

„ალბათ მოლებიდან მობრუნებული ხალხი ჩვეული შეშფოთებით დაპოსტავს, რომ ვიღაცას სასწრაფო უგვიანებს, ვიღაცა კლინიკაში ვერ ხვდება, ვიღაცას ტესტს ვერ უკეთებენ და ა.შ“

სავაჭრო ობიექტების მუშაობის განახლების გამო, დილიდან თბილისის ქუჩებში საცობებია. მომხმარებლები სავაჭრო ცენტრებში დილიდან მივიდნენ.„თბილისი მოლთან“ დილიდან მოძრაობა შეფერხებულია. შექმნილ ვითარებას სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ხუხია ფეისბუქ-პოსტით ეხმიანება:

„დღევანდელმა დღემ და საზოგადოების დიდი ნაწილის ქცევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ პირობებში არანაირ შეზღუდვას აზრი არ აქვს. როცა ადამიანებს უჭირთ უმძიმესი ვითარების გააზრება და ამ საფრთხეების ფონზე, დგებიან დილის 7 საათზე, ქალაქი გაუვალი ხდება და სავაჭრო ცენტრებთან უსასრულო რიგია, ეს ნიშნავს, რომ მათ პირადი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ვაიკიკის ტანსაცმლის 20%-იანი ფასდაკლება ურჩევნიათ.
არგუმენტებით: “ხალხმა რა ქნას შია” და “გაჭირვებულმა ხალხმა რა გააკეთოს”, ნუ შემომივარდებით. გაჭირვებული ადამიანი “გალერია თბილისში”, “თბილისი მოლში” და მსგავს ადგილებში არ წავა. თან მძიმე ეკონომიკური ვითარებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის ფონზე. გაჭირვებულები ქვეყნის დასალიერში მდებარე მოლებში პირადი მანქანით ან ტაქსით მითუმეტეს ვერ წავლენ.
და მოლებიდან მობრუნებულზე ალბათ ეს ხალხი ჩვეული შეშფოთებით დაპოსტავს, რომ ვიღაცას სასწრაფო უგვიანებს, ვიღაცა კლინიკაში ვერ ხვდება, ვიღაცას ტესტს ვერ უკეთებენ და აშ. ამ “ვიღაცებში” კი სრულიად შემთხვევით შესაძლოა მათი ბებიები, ბაბუები, მშობლებიც მოხვდნენ. სრულიად “უდანაშაულო” ხალხი, ისინი, ვისაც არც მოლები სჭირდებოდა და არც “ვაიკიკის” ტანსაცმელი“ – წერს გიორგი ხუხია.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან სავაჭრო ობიექტებზე დაწესებული შეზღუდვა 2 იანვრის ჩათვლით მოიხსნა.სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა დილის 07:00 საათიდან განაახლეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close