პოლიტიკა

აგერ ვარ მთავრობის წევრი და თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ – თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მიმართა

„ტვ პირველს“ და ყველას გიპასუხებთ – რომ არ უნდა გადადგნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და მთავრობა – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში ყოფნისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და მთავრობა – ეს არის ტვ პირველის კითხვა. ტვ პირველს და ყველას გიპასუხებთ, რომ ვახტანგ გომელაური და ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა გადადგნენ, ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავის გაქვთ. რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. პირველადი შედეგები ექსპერტიზის აჩვენებს იმას, რომ, სავარაუდოდ, არავითარი მიზეზშედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და [ლექსო ლაშქარავას]გარდაცვალებას შორის არ უნდა არსებობდეს, დაველოდოთ გამოძიებას. თუ რამის თავი გაქვთ გადააყენეთ მთავრობა, აგერ ვარ და გადამაყენეთგანაცხადა“ – თეა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ფონდ „ქართუს“ მიერ  რეაბილიტირებული სენაკის თეატრი გახსნა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close