Sliderმსოფლიო

ჯანმო-ს მაღალჩინოსანი ბროკოლით დაიხრჩო – რაიან პატერსონი კოვიდ-19-ზე სენსაციური ინფორმაციის გამჟღავნებას გეგმავდა

ნიუ იორკში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის რაიან პატერსონის გარდაცვალების შესახებ გამოძიების მასალები გამოქვეყნდა.
რაიან პატერსონი თებერვალში გარდაიცვალა.
გამოძიების ვერსიით პატერსონის გარდაცვალების მიზეზი ბროკოლი გახდა. აღსანიშნავია, რომ შემთხვევა უშუალოდ პრესკონფერენციის წინ მოხდა, რომელზეც რაიან პატერსონს კოვიდ-19-ის შესახებ სენსაციური ცნობები უნდა გაეჟღერებინა.
გამოიძიების ინფორმაციით, მომხდარში კრიმინალის ნიშნები არ იკვეთება.ჯანდაცვის მსოფლიოორგანიზაციის დირექტორის მოადგილე საკუთარ სახლში, სადილის დროს გარდაიცვალა. სადილის შემდეგ პატერსონი სასტუმრო Raydeen-ში უნდა გამგზავრებულიყო, სადაც ამერიკელი და უცხოელი ჟურნალისტების წინაშე სენსაციური ინფორმაცია უნდა გაეჟღერებინა.
„პატისონის გარდაცვალების შემდეგ დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა მრავალმხრივი შემოწმება და დადგინდა , რომ მომხდარში კრიმინალის ელემენტები არ იკვეთება. მაღალჩინოსანთა გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების თანახმად, სხვადასხვა სახის სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, გარდაცვლილის სხეულის კრემაცია დღის ბოლომდე მოხდება და ფერფლი ოჯახს გადაეცემა“ – აცხადებენ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები.
ზოგი ამერიკული მედიასაშუალება ამ საქმეში რამდენიმე უცნაურობის შესახებ წერს. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდიდან რაიან პატერსონის შესახებ ყველა ინფორმაცია გაქრა. ამასთან ჟურნალისტებმა მოახერხეს შემთხვევის ადგილზე გამოძიების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების გადაღება, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევის გამოძიება მათ იურისდიქციაშიარ შედის.

აქვე აღვნიშნავთ, ინფორმაცია ე.წ. ფეიკნიუსია – ხუმრობენ და იცინიან ჟურნალისტები.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close