საზოგადოება

ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს – მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ჟურნალისტ მაკო ჯაბუას მიერ POSTV-ის ერთ-ერთი წამყვანის შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილების საკითხს გამოეხმაურა.

„ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს და თავისი გამბედაობით მაგალითს მისცემს. ოცნებას რაც შეეხება, გაიხრწნა, ნუღა ელოდებით მათგან ადეკვატურ კომენტარებს, მით უმეტეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.

ხომ ხედავთ ადამიანის დაცვის იდეით მოსული ხელისუფლება სადამდე მივიდა – 10 წლის თავზე მიიღო გამორჩეულად მძიმე ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტისგან, არც ერთი პოზიტიური შეფასებით არც ერთ სფეროში. უფრო დამძიმდება მდგომარეობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close