საზოგადოება

ჩემი გული რუსთავი 2-ში რჩება – იმნაიშვილმა ტელეკომპანია დატოვა

ირაკლი იმნაიშვილმა ,,რუსთავი2” დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს:

“როდესაც რუსთავი 2 ფიზიკური განადგურების და გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, პატივი მერგო ვყოფილიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც გაქრობას გადაარჩინა 27 წლის ისტორიის მქონე სამაუწყებლო კომპანია. წარმატებები არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებისთვისაც „რუსთავი 2” არ არის მხოლოდ სამსახური. ეს მათი ოჯახია და ისინი არ შეუშინდნენ არც ბულინგს, არც უბინძურეს შანტაჟს. საოცარი იყო რუსთავი 2-ის პატრიოტებთან ერთად მუშაობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მიწევს ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო და ამის გამო ვტოვებ რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, თუმცა ჩემი ❤️ რუსთავი 2-ში რჩება.”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button