საზოგადოება
„შედედა****ლო, პულტით რომ ხარ დივანზე წამოწოლილი“ – ვის მიმართავს ვახო სანაია?
ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
„რა, ჟურნალისტები დაცული ხართ კორონავირუსისგან ? აი ამ შეკითხვის ნიშნის მოგებით დამსმელებს მინდა, ვუთხრა. არა, არა ვართ დაცული, ისევე, როგორც არავინაა დაცული, მაგრამ, შედედა****ლო, პულტით რომ ხარ დივანზე წამოწოლილი და 24 საათი უწყვეტად იღებ ინფორმაციას, ვინ ამზადებს მაგ გადაცემებს, ჩართვებს, რეპორტაჟებს – ჟურნალისტები და ოპერატორები სიცოცხლის რისკის ფასად დადიან გადაღებებზე, რომ შენ გითხრან და გაგაგებინონ, რომ შინ ეგდო. ისევე, როგორც ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები აკეთებენ თავის საქმეს. არ წაიღეს ტვინი, ბიჯო !!!!“ – წერს ვახო სანაია.