Sliderსაზოგადოება

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია საფუძველშივე არ დავუშვათ და იყოს ამოძირკვული – კალაძე

თუ რომელიმე ჩემს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა, მზად ვარ, მოვუსმინო, გვერდით დავუდგე, ხელი შევუწყო, მაგრამ ასევე ძალიან მკაცრი იქნება ჩემი რეაქცია კორუფციული ფაქტის მიმართ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია, რათა უკანონობა არავინ დაუშვას.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია საფუძველშივე არ დავუშვათ და იყოს ამოძირკვული, – ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ყოველი წლის დასაწყისში ვსაუბრობ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და წელსაც, მინდა, ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდე, მინდა, გაგაფრთხილოთ ყველა – დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელების ჩათვლით, ძალიან კრიტიკულები ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია საფუძველშივე არ დავუშვათ და იყოს ამოძირკვული.

თუ რომელიმე ჩემს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა, მზად ვარ, მოვუსმინო, გვერდით დავუდგე, ხელი შევუწყო, მაგრამ ასევე ძალიან მკაცრი იქნება ჩემი რეაქცია კორუფციული ფაქტის მიმართ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია, რათა უკანონობა არავინ დაუშვას“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close