პოლიტიკა
მგონი, ყველას უკვირს რომ ამდენი ხანი გაძლო უკრაინამ. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება – ღარიბაშვილი

“მგონი, ყველას უკვირს რომ ამდენი ხანი გაძლო უკრაინამ. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ეს არის პრობლემა. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხედავთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საკმარის ძალისხმევას, რომ სწორი ზომები განახორციელონ, რათა სამშვიდობო საუბარი წარიმართოს. ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.