საზოგადოება

საგარეჯოში 18 წლის გოგო ქორწილის წინ გაუჩინარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ნარმინ ისაიევა სახლიდან გუშინ გავიდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგოს არ სურდა ქორწინება იმ მამაკაცზე, რომელზეც 6 თვის წინ დანიშნეს და სახლიდან სხვასთან ქორწინების მიზნით წავიდა, თუმცა ამ ვერსიას ოჯახი არ ეთანხმება. გოგონამ წასვლის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, თუმცა ადგილსამყოფელი არ დაუკონკრეტებია.

დაკარგულის ოჯახის წევრებმა არ იციან სად შეიძლება იყო გოგონა, ან რა შეიძლება გამხდარიყო წასვლის მიზეზი. მათი თქმით, ის 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დაინიშნა და  ქორწილს გეგმავდნენ. ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე აცნობა.

რუსთავი 2

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close