რა უთხრა სინამდვილეში და როგორ დასცინა შალვა ხაჭაპურიძეს ნინო ნადირაძემ

მაია ელოშვილი ეხმაურება დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესზე “ვივამედის” ხელმძღვანელის ნინო ნადირაძის შალვა ხაჭაპურიძისადმი მიმართვას: “მეტროსექსუალი არის ჰეტეროსექსუალი მამაკაცი, რომელიც დიდ ქალაქში ცხოვრობს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას.
ეს ტერმინი პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში დამკვიდრდა და აერთიანებს ორ სიტყვას: „დედაქალაქი“ (metropolitan) და „ჰეტეროსექსუალი“.
მეტროსექსუალი ასოცირდება ნარცისიზმთან და თავმომწონეობასთან. მეტროსექსუალის იმიჯი მოითხოვს, ჰქონდეს უკანასკნელი მოდის ვარცხნილობა, გამოწყობილი იყოს მოდური ტანსაცმელში, ატაროს აქსესუარები და მამაკაცებისთვის განკუთვნილი საგანგებო კოსმეტიკა”.
“ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან “კრასავჩიკი”
მეტროსექსუალი როგორ დადექით? მე ბოლო სერიის მეშინია, მინდა მეტროსექსუალის ფაზაში დავრჩეთ” – ასე მიმართა კლინიკა “ვივამედის” დირექტორმა ნინო ნადირაძემ მიხეილ
სააკაშვილის ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს.