პოლიტიკა

რას გეტყვით იცით?! თქვენი პარტიის მიტინგზე გამოვიდა დავით არახამია და რუსულად მოგმართათ, არც კი გრცხვენიათ ახლა რუსულ ენაზე რაღაცეებს რომ ლაპარაკობთ – კობახიძე ჟურნალისტებს

“რაც შეეხება რუბლებში მომსახურებას, ეს არის კანონით აკრძალული და ბუნებრივია კანონის ფარგლებში ამაზე იქნება ნებისმიერ ცალკეულ შემთხვევაში რეაგირება. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც საუბრობს ერთ ენაზე და ვიღაც მეორეზე, ეს ადამიანების გადასაწყვეტია, ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა. რას გეტყვით იცით?! თქვენი პარტიის მიტინგზე გამოვიდა დავით არახამია და რუსულად მოგმართათ, არც კი გრცხვენიათ ახლა რუსულ ენაზე რაღაცეებს რომ ლაპარაკობთ. თქვენი პარტიის მიტინგი იყო, ნაცმოძრაობის, როცა რუსთაველზე პარლამენტის წინ დავით არახამიამ რუსულ ენაზე მოგმართათ, არავის რეაქცია არ ჰქონია, მეც არ მქონია რეაქცია, იმაზე არ გქონიათ რეაქცია, და ახლა თურმე ვიღაცა რიგითი მოქალაქე რუსულად რომ ესაუბრება რუს ტურისტს ეს ყოფილა ზიზღის გაღვივების საფუძველი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button