პოლიტიკა

მძიმეა ის, რომ მელია პარტიის თავმჯდომარიდან ხაბეიშვილის მოადგილემ, ნადირაძემ გააგდო – კალაძე

მელია რადიკალიზმით გამოირჩევა, ყველაფერი იკადრეს, ყველაფერი გააკეთეს, მაშინ, როდესაც ჩვენ ორიენტირებულნი ვიყავით და საზოგადოებას ვესაუბრებოდით მომავალსა და მომავალ პროექტებზე ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია], მელიას თამადობით დაკავებულები იყვნენ ჩემი შეურაცხყოფით, ჩემო ოჯახის დაკნინებით, ტალახის სროლით და ა.შ., – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ხაბეიშვილი კი ჩემი ფავორიტია, მე მას მხარს ვუჭერ და გამიხარდება თუ ის გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. მაგრამ კიდევ უფრო მათთვის მძიმეა ის, რომ მაგალითად ხარ ნიკა მელია, პარტიის თავმჯდომარე და პარტიის თავმჯდომარიდან ხაბეიშვილის მოადგილემ, ნადირაძემ გააგდო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს – ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე, თუმცა არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატურა ხატია დეკანოიძემაც დააყენოს. შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაახლოებით, სამ კვირაში ჩატარდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close