პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის და იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი – უდუმაშვილი

ჟურნალისების კითხვას როგორ სეაფასებთ ნიკა მელიას  განცხადებას, სადაც ის მაბობს: „სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და ივანიშვილის წინააღმდეგ ამ ხარისხში მიმდინარე პროცესები, ცალ-ცალკე მაინცდამაინც არ უნდა განვიხილოთ“. ზაალ უდუმაშვილმა ასე უპასუხა:

„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის და იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რადგან როდესაც ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ამ დროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არის ციხეში, ბუნებრივია, ეს იქნება ჩვენი დასავლელი კოლეგებისთვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორიც. ჯერ სამართლებრივად ნონსენსია ბრალდებები, რომლითაც გასამართლებულია მიხეილ სააკაშვილი. ის არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, ასევე ფიზიკური, მორალური ანგარიშსწორების მსხვერპლი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button