პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – “მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ”

“ჩვენ მო­ძა­ლა­დე მე­ლი­ას მა­ინც შე­ვი­წყა­ლებთ. ეს არის ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა”, – ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მე­ლი­ას ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია ცი­ხი­დან გა­მო­ვი­დეს, თუმ­ცა, ის “ვერ გა­მო­ე­ტია ცი­ხის კა­რე­ბი­დან“.

“მუდ­მი­ვად გვეს­მის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ მე­ლი­ას ხან გი­რაო არ სურს, ხან ამ­ნის­ტია არ სურს. ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია გა­მო­ვი­დეს და ვერ გა­მო­ე­ტია ცი­ხის კა­რი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა გი­რა­ოს და ამ­ნის­ტი­ას, ორი­ვე შემ­თხვევ­ში ეს არის მე­ლი­ას გა­და­სა­წყვე­ტი. მე­ლი­ას შე­უძ­ლია მი­ი­ღოს, ან არ მი­ი­ღოს ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ასა­ხუ­ლია ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში.

თუ მე­ლია არ და­ე­თან­ხმე­ბა შე­სა­ბა­მის გი­რა­ოს, ჩვენ მო­ძა­ლა­დე მე­ლი­ას მა­ინც შე­ვი­წყა­ლებთ. ეს არის ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ხოლო მას შე­უძ­ლია შე­მო­ვი­დეს და შე­უძ­ლია არ შე­მო­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ თუ ოპო­ზი­ცია ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს მხარს არ და­უ­ჭერს, ეს იქ­ნე­ბა მათი მხრი­დან შე­თან­ხმე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა იმ დო­კუ­მენტზე, რა­საც ხელი ორი­ვე მხა­რემ მო­ა­წე­რა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close