პოლიტიკა

“ზოგიერთი ძალიან ძვირფასი მეგობარი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს უწოდებს სააკაშვილს, ეს სიცრუეა” – ნათელაშვილი

აბა, რას აკეთებდა მირიანი, ფარნავაზი, ერეკლე, დავით აღმაშენებელი, ილია. მერაბი და ზვიადი რას აკეთებდნენ?

„პირველ რიგში, სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე განთავისუფლებას, რა უნდა ვუთხრა ახლა პატიმარ კაცს, ცხადია. ჩვენ ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს გადასახედი. არ უნდა ვიცხოვროთ ფარსში, სიცრუეში. როცა სიცრუეში ვცხოვრობთ, მას ემატება კიდევ ახალი სიცრუე და ბოლოს ამ კასკადში აბლაბუდას ქსელივით ვეხვევით. არ შეიძლება. ზოგიერთი ძალიან ძვირფასი მეგობარი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს უწოდებს მიხეილ სააკაშვილს. ეს არასწორია, სიცრუეა. აბა, რას აკეთებდა მირიანი, ფარნავაზი, ერეკლე, დავით აღმაშენებელი, ილია. მერაბი და ზვიადი რას აკეთებდნენ. შეურაცხყოფაა ბატონ მიხეილზე ამის დაბრალება, არ შეიძლება“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button