Sliderსამართალი

ეს ადამიანები გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, მთელს ცხოვრებას გაატარებენ ციხეში – პროკურატურა

სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. გაიზიარა ის, რომ ორივე ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული და იმსჯელა იმაზე, რომ არსებობს მიმალვის საფრთხეები, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, რის გამოც გამოიყენა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, – ამის შესახებ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და მონაზვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებზე საუბრისას განაცხადა.

„ხაზგასასმელია ისიც, რომ თვითონ მუხლი, რისთვისაც ბრალი ედებათ გაუპატიურების ნაწილში, ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, რაც ნიშნავს იმას, რომ განაჩენის დადგომის დღიდან ეს ადამიანები გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, მთელს ცხოვრებას გაატარებენ ციხეში, პროკურატურა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ორივე ბრალდებულმა სრულად აგოს პასუხი კანონის წინაშე და მთელი სიმკაცრით დაისაჯონ“, – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა „ქრონიკასთან“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button