საზოგადოება

„ეგ შენობა კი არ უნდა გაყიდოთ, არამედ დაშალოთ.. მაგ სივრცეში მაგის დატოვება დანაშაულია“ – მერაბ მეტრეველი

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მთავრობა „რიყის დოქებს“ წინა აუქციონთან შედარებით 33%-იანი ფასდაკლებით ყიდის. „ხელისუფლებავ, ეგ შენობა კი არ უნდა გაყიდოთ, არამედ დაშალოთ და სხვაგან გადაიტანოთ!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს.

„წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ ამტკიცებენ, რომ “რიყის დოქები” წარმატებული არქიტექტურული პროექტიაო.
ღმერთო, ამათ რამე ასწავლე საკუთარ შეცდომებზე!
თან ბრაზობენ, ხელისუფლება ასე იაფად რატომ ყიდისო? იმიტომ რომ რამდენჯერმე სცადეს საბაზრო ფასად გაყიდვა და არავინ ზედაც არ შეხედა. თუ ასეთი “მაგარი” შენობაა, რატომ არავინ ყიდულობს? ეჭვი მაქვს გაიაფებულსაც არ გამოუჩნდება მსურველი და ძალიანაც კარგი იქნება.
ხელისუფლებავ, ეგ შენობა კი არ უნდა გაყიდოთ, არამედ დაშალოთ და სხვაგან გადაიტანოთ! თავისთავად შენობა ცუდი არაა მაგრამ მაგ სივრცეში მაგის დატოვება დანაშაულია (ისეთი დიდია რიყეს ფარავს მთლიანად და “ჭამს” ირგვლივ ყველაფერს, შესაბამისად ხელთ გვრჩება სიმახინჯე.) და ამ დანაშაულზე პასუხისმგებელნი თქვენც იქნებით.
p.s. რომ არ გეგონოთ, მაგ შენობას იმოტომ ვერჩი, რომ მიშას აშენებულია, აქვე დავამტებ: შუშის ხიდი მომწონს“ – წერს მერაბ მეტრეველი.

ცნობისთვის, მთავრობამ „რიყის დოქების“ საპრივატიზაციო აუქციონი თავდაპირველად 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, მაშინ ობიექტი 95 მლნ ლარად იყიდებოდა, თუმცა ის არავინ იყიდა. უკვე შემდგომი აუქციონი 2021 წლის მარტში გამოცხადდა, კომპლექსის საწყისი ღირებულება 71,250 მლნ ლარი იყო, თუმცა ისიც უშედეგოდ დასრულდა. მესამედ „რიყის დოქები“ აუქციონზე მთავრობამ აპრილის დასაწყისში გამოიტანა და მაშინ ობიექტის საწყისი ღირებულება 71,250 მლნ ლარი იყო.

თბილისის ცენტრში მდებარე ობიექტის მშენებლობა, რომელიც 75 მლნ ლარი დაჯდა, 2013 წელს დასრულდა, თუმცა მას შემდეგ ის უფუნქციოდ არის მიტოვებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close