საზოგადოება

„გესმით, ეს რას ნიშნავს? ყოველი მეორე ბავშვი ან ტოტალიზატორში თამაშობს ან ინტერნეტის აზარტულ თამაშებშია ჩართული“

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:

„უდავოა, რომ სათამაშო ბიზნესი ანადგურებს, სპობს ადამიანებს.
შარშანდელი კვლევით, მოზარდთა 48%-ს ერთხელ მაინც ჰქონია შეხება აზარტულ თამაშებთან.
გესმით, ეს რას ნიშნავს? ყოველი მეორე ბავშვი, აი, თქვენი მოზარდი შვილი ან ტოტალიზატორში თამაშობს, ან ინტერნეტის აზარტულ თამაშებშია ჩართული.
შარშან რომ საზმაუს თანამშრომელმა თავი მოიკლა, აზარტულ თამაშებს უკავშირდებოდა. არაფერი შეიცვალა და 1 წლის შემდეგაც თქვენი შვილები კვლავ დაუცველები დარჩნენ. გუშინ რომ ბიჭი წერეთელზე საფინანსოში შევარდა, იმიტომ, რომ სათამაშო ბიზნესმა გააუბედურა.
იმედი მაქვს, ზემოთ ახლა მაინც დაფიქრდებიან და სრულად აკრძალავენ აზარტული თამაშების რეკლამებს, ინტერნეტთამაშებზე ასაკობრივ შეზღუდვებს დააწესებენ და სამორინეებს ფინანსურ თამასას დაუდგენენ, რომ მოთამაშეს გარკვეული თანხის დაკარგვის შემდეგ თამაში აღარ შეეძლოს.
მეც ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ამ ბიზნესს სრულად ვერ აკრძალავ, მაგრამ იმ დონეზე გაკონტროლება მაინც შეიძლება, რომ ადამიანები აღარ გაუბედურდნენ“ – წერს გოგა ჩანადირი.
სურათი შეიძლება შეიცავდეს: ტექსტი
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close