Sliderპოლიტიკა

გამოკითხულთა 51% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს – NDI

კვლევის თანახმად, მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი. კერძოდ, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს თბილისში გამოკითხულთა 60%, ხოლო კარგად - 35%. დიდი ქალაქები: ცუდად 59%, კარგად 34%; პატარა ქალაქები: ცუდად 49%, კარგად 44%; სოფლები: ცუდად 44%, კარგად 45%;

ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.

კითხვაზე, „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“, გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ „ცუდად“. 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 7% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.

კვლევის თანახმად, მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი.

კერძოდ, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს თბილისში გამოკითხულთა 60%, ხოლო კარგად – 35%.

დიდი ქალაქები: ცუდად 59%, კარგად 34%; პატარა ქალაქები: ცუდად 49%, კარგად 44%; სოფლები: ცუდად 44%, კარგად 45%;

რაც შეეხება მათ განაწილებას პარტიული მხარდაჭერის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხულთაგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 13%, ხოლო კარგად 84%. გამოკითხულებს შორის ოპოზიციის მხარდამჭერების 75% მთავრობის საქმიანობაზე ამბობს, რომ ცუდია, 20% კი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close