
Twitter-ის რამდენიმე ვერიფიცირებულ ანგარიშზე გავრცელდა ყალბი სურათი, სადაც ნაჩვენებია, რომ პენტაგონთან ახლოს აფეთქება მოხდა. ამის შესახებ CNN წერს.
ოფიციალურმა წყაროებმა, ყალბი ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე განაცხადეს, რომ მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
როგორც დადგინდა, სურათი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითაა შექმნილი და Twitter-ის რამდენიმე ვერიფიცირებულ ანგარიშზე გაზიარდა. მათ შორის ერთ-ერთი ანგარიში ირწმუნებოდა, რომ Bloomber News-თან იყო ასოცირებული.
მომხდარის შემდეგ, Twitter-ის ადმინისტრაციამ ანგარიშები წაშალა. უცნობია ვინ იდგა მათ უკან.
მას შემდეგ, რაც Twitter-ის მფლობელი ილონ მასკი გახდა, ანგარიშების ვერიფიცირების წესი შეცვალა და ნებისმიერი ადამიანისთვის, ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ, ხელმისაწვდომი გახდა. საბოლოოდ, ვერიფიცირების ნიშანი Twitter-ის ანგარიშის სანდოობას აღარ განსაზღვრავს.