საზოგადოება

„ამერიკის პრეზიდენტს რას უშვრებიან და რას უზამდნენ მამაჩემს“ – რუსუდან შარაძე

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელებში ამერიკის პრეზიდენტის ანგარიშების დაბლოკვას ეხმიანება.

„ამერიკის (!) პრეზიდენტს (!) რას უშვრებიან და რას უზამდნენ მამაჩემს – ერთ კაცს, შიშველი ხელებით, რომელსაც კალმის გარდა, სხვა იარაღი არასდროს ჰქონია?!
საკუთარი მამა მიყვარს, ბუნებრივია, მაგრამ რატომ ვაღმერთებ? სწორედ, ამიტომ, რომ იცოდა, ვის და რას უპირისპირდებოდა, მაგრამ ერთი წამით უკან არ დაუხევია, ოჯახს უნადგურებდნენ, მაგრამ მაინც არ გამტყდარა. ჩირგვებში ჯდომას ვინ ჩივის, არაერთისთვის საერთოდ გაუგებარი იყო მისი ოცდახუთი და ოცდაათი წლის წინ ნათქვამი სიტყვა. არ ადარდებდა „არაპოპულარული“ განცხადებები, ზუსტად იცოდა, რა იყო მარადიული და რა – არა. ამისთვისაც მიყვარს – შეუპოვარი, პრინციპული, ჭკვიანი, დაუღალავი. ყველაფერი ახდა, დაფარული რაც იყო, ყველაფერი გამომჟღავნდა. მარტო სოროსი რად ღირს, რომელსაც 1994 წელს დაუპირისპირდა?!
დღეს მსოფლიო შოკშია!“ – წერს ფეისბუქში რუსუდან შარაძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close