ეკონომიკა

“Wizz Air-ი” და “Ryanair-ი” საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებენ – თურნავას განმარტება

ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს სექტემბრიდან, ხოლო Ryanair-ი – ოქტომბერ-ნოემბრში განაახლებს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რეგულარული ავიარეისები ეტაპობრივად აღდგება.

„დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანა და მონაპოვარი. 2016 წელს ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შემოსულიყო კომპანია “Wizz Air-ი”. შემდეგ მან გააორმაგა მიმართულებები.

2019 წელს დავასრულეთ მოლაპარაკება და შემოვიყვანეთ მსოფლიო დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტი “Ryanair-ი” და ჩვენ ამ მონაპოვარს არ დავთმობთ.

პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე ამ თვეში აღდგება გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენები “Wizz Air-ის” მიერ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან “Ryanair-ი” აღადგენს ფრენებს. რა სიხშირეები იქნება, რა მიმართულებები იქნება, ამაზე ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ“, – განაცხადა “Euronews Georgia-სთან” საუბრისას ნათია თურნავამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close