Slider

The New York Times -ში ივანიშვილის წინააღმდეგ გამოქვეყნებული სტატიის რუსი ავტორი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს

„ნაცებო“ და „ნაც ტელევიზიებო“, სირცხვილი და სინდისი რომ არ გაქვთ და მუდამ რუსულ საქმეს ემსახურებოდით და ემსახურებით, ეგ ყველამ კარგად იცის, მაგრამ ფორმალურად მაინც შეინარჩუნეთ სახე და სტატია მაინც დაუკვეთეთ ისეთ ადამიანს, ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის მაძაგებელი რომ არ იყოს - ზურაბ ქადაგიძე

ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეკვეთილი სტატიის ავტორი მოსკოვში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, ეს კაცი ბევრჯერაა შემჩნეული პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციული ინფორმაციის გავრცელებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ორი დღეა, ხბოს აღტყინებით გაჰკივიან ნაცების სამარცხვინო ტელევიზიები, აქაოდა ბიძინა ივანიშვილზე უცხოურ მედიაში კრიტიკული სტატია დაიწერაო. გაჰკივიან, მაგრამ არაფერს ამბობენ სტატიის ავტორზე. ჰოდა რადგან თქვენ სიმართლის თქმა არ გსურთ საზოგადოებისთვის, ახლა მე მომისმინეთ. აი მაგ შეკვეთილი სტატიის ავტორი მოსკოვში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, ვინმე ივან ნეჩეპურენკოა. ეს კაცი ბევრჯერაა შემჩნეული პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციული გავრცელებაში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. „ნაცებო“ და „ნაც ტელევიზიებო“, სირცხვილი და სინდისი რომ არ გაქვთ და მუდამ რუსულ საქმეს ემსახურებოდით და ემსახურებით, ეგ ყველამ კარგად იცის, მაგრამ ფორმალურად მაინც შეინარჩუნეთ სახე და სტატია მაინც დაუკვეთეთ ისეთ ადამიანს, ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის მაძაგებელი რომ არ იყოს!“ – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

“ბიძინა ივანიშვლი არსად წასულა და ქართულ პოლიტიკაში ყველაზე დიდ გავლენებს ინარჩუნებს” -ამ შინაარსის სტატია გამოცემა The New York Times გამოაქვეყნა, სათაურით: “ხეების სიყვარული თუ ძალაუფლების დემონსტრირება? ოლიგარქის უცნაური პარკი”.

სტატიის ავტორი წერს: პარკში მთლიანობაში 200-ზე მეტი ხეა, რომელიც კავკასიის პატარა ქვეყნის, საქართველოს გაღარიბებული სოფოლებიდან და ხშირი ტყეებიდან ამოძირკვეს. ივანიშვილმა ხეების უმეტესობა პირადად შეარჩია.

ხეების ნახევარი  სატვირთო მანქანებით გადაიტანეს. მდინარის კალაპოტების გაფართოება გახდა საჭირო, გზის დასათმობად მატარებლები გაჩერდა – ქართველებმა ეს იმის საბუთად მიიღეს, რომ მას ხელისუფლების მართვა ისეთივე დაუსჯელობით შეუძლია, როგორც ხეების გადატანა.

საზოგადოებისთვის 2020 წლის ზაფხულში გახსნილი პარკი იშვიათი გამოვლენაა საქართველოში მისი მქრქალი, მაგრამ ჭარბი წარმომადგენლობის.

მთავრობაში მას ოფიციალური როლი არ აქვს, მაგრამ ივანიშვილის კრიტიკოსები ამბობენ, რომ კულისებიდან მას ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს”, – აღნიშნულია სტატიაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button