პოლიტიკა
The Hill: აშშ-მა საქართველოსთან უსაფრთხოების ხელშეკრულება ექვსი წლით გაახანგრძლივა
გამოცემა The Hill-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „აშშ-მა საქართველოსთან უსაფრთხოების ხელშეკრულება ექვსი წლით გაახანგრძლივა“.
სტატიაში მოყვანილია ნატოს გენერალური მდივნის ციტატა, რომელიც თბილისში თავდაცვის სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას თქვა – „ეს ხელშეკრულება ახალ ეტაპს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში”.
თავდაცვის მდივნის განცხადებით, ეს მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, რაც ასევე მოიცავს სამხედრო წვრთნებს ქვეყნის შეიარაღებულ ჯარებთან ერთად.