საზოგადოება

NDI-ის კვლევიდან თუ ოპოზიციამ დასკვნა არ გამოიტანა და თავის დახავსებულ სტრატეგიაში არაფერი შეცვალა, ეს ხელსუფლება სამუდამოდ გვეყოლება – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველი:

NDI-ს დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლოება ამბობს, რომ ქვეყანაში სიღარიბეა,  რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, რომ ფასები იზრდება და რასაც ადრე ყიდულობდა იმასაც ვეღარ ყიდულობს, ყოვლ მეხუთე ოჯახს საჭმლის ფული არ აქვს, ყოველ მეხუთეს ამ ქვეყნიდან გაქცევა უნდა,. რომ მთავრობა არაფერს აკეთებს ევროინტეგრაციისთვის…
მაგრმ…
ამის მიუხედავად გამოკითხულთა 51 პროცენტი ამბობს, რომ მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, რაც 10 პროცენტით მეტია წინა წლის შედეგთან შედარებით. ანუ ზრდა აქვს მთავრიბას ამ ფონზე.
ყველა კითხულობს: რანაირად? რასთან გვაქვს საქმე?
რასთან და ოპოზიციის სრულ კრსხთან. ეს შედეგები მარტივად ნიშნავს ერთ რამეს: ხალხი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მძიმედ აფასებს, ის არ მოსწენს, არ უნდა მასთან შეგუება, მაგრამ მისი შეცვლის პოტენციალს არა ოპოზციაში, არამედ ისევ ხელისუფლებაში ხედავს.
უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ეს შედეგები ნიშნვს, რომ მოსახლეობის უმეტესობისთვის ეს ხელისუფლება ცუდია, მაგრამ ოპოზცია უარესია. სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის იმედს მათ საერთოდ არ უკავშირებს. ანუ ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება რაღაცას მაინც აჯეთებს სწორად, იპოზიცია კი თითქმის არაფერს.
ეს კვლევა მარტივად ნიშნავს იმას, რომ თუ ოპოზიციამ აქედან დასკვნა ისევ არ გამოიტანა და თავის დახავსებულ სტრატეგიაში, (რომელიც 10 წელია ერთ ფრზამდე დადის: ბიძინა ქვეყანას რუსეთს აბარებს) არაფერი შეცვალა,. ეს ხელსიუფლება სმაუდამოდ გვეყოლება.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close