Sliderსაზოგადოება
NDI: საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი უმუშევარია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა უმეტესობა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. კვლევის მიხედვით ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია .
გამოკითხული მოსახლეობის 48% თქვა, რომ მდგომარეობას ცუდად აფასებს, 2%-მა თქვა, რომ არ იცის, 44%-მა მდგომარეობა საშუალოდ შეაფასა, ხოლო კარგად 6%-მა.
NDI-ის ცნობით, ეკონომიკის მთავარ გამოწვევებად უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ხელფასი დასახელდა. ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობას, 51%-ს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
კვლევის მიხედვით, ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია.
უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით.