საზოგადოება

„Facebook-მა ნანული ჟორჟოლიანს და მის ამ განცხადებას სიყალბე მიაწერა“

„სტატისტიკას კი არა და საკუთარი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა“ – ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნანუკა ჟორჟოლიანს და ეკა კვესიტაძეს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხელს:

„ინტელექტთან მწყრალად მყოფმა, სააკაშვილის მარიონეტებმა, ე.წ ჟურნალისტებმა ეკა კვესიტაძემ და ნანული ჟორჟოლიანმა მათი სექტის ბელადის თუ ამ უკანასკნელის ტელეგამხოვანებლის, ნიკა გვარამიას ინსტრუქციით, დაწერეს, რომ თითქოს მილიონ მოსახლეზე გადათვლით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. Facebook-მა ოპერატიულად უპასუხა პოლიტიკაშიც ხანმოკლედაც ვერშემდგარ ნანული ჟორჟოლიანს და მის ამ განცხადებას სიყალბე მიაწერა.
❗️საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მრჩევლის, ნათია სხვიტარიძის განმარტებით, გავრცელებული ე.წ. სტატისტიკა არასწორად ინტერპრეტირებული მონაცემებია და ინფორმაციის გამავრცელებელს შეგნებულად აქვს შერჩეული და მონიშნული ის ქვეყნები, სადაც ამ ეტაპზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია. ოფიციალური საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით კი, საქართველო მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი უინტელექტო, მაგრამ მავნებელი “ჟურნალისტების” დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ სტატისტიკას კი არა და საკუთარი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა.
❗ NCDC: საქართველო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის“
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close