მსოფლიო

Daily Mail: აშშ-ს პირველი ლედი პრეზიდენტთან განქორწინებას აპირებს

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ აშშ-ს პირველმა ლედიმ პრეზიდენტთან განქორწინება გადაწყვიტა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail თეთრი სახლის ლიდერის ყოფილი თანაშემწის, ომაროსა მანიგოლტ-ნიუმანის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

„მელანია დიდი ხანი ფიქრობდა განქორწინებაზე და ელოდა, სანამ მისი მეუღლე პოსტს დატოვებდა. იმ შემთხვევაში, თუ ის ქმრის მხრიდან დამცირებას ვეღარ გაუძლებდა და განქორწინებას ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მოითხოვდა, პრეზიდენტი მის დასასჯელ გზას იპოვიდა“, – აცხადებს მანიგოლტ-ნიუმანი.

ტრამპის ოჯახთან დაახლოებული კიდევ ერთი პირი, სტეფანი ვოლკოფი კი ირწმუნება, რომ დონალდ და მელანიას 15-წლიანი ქორწინება ფაქტობრივად გარიგება იყო და ცოლ-ქმარს თეთრ სახლში ერთ ოთახშიც კი არ ეძინათ.

აშშ-ს 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვება საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე მიულოცა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close