ეკონომიკა

A კატეგორიის ლიცენზია, ფაქტობრივად ფასიანი ქაღალდია, რომელიც მისი მფლობელისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს – ფხაკაძე ტაქსების რეფორმის მე-3 ეტაპის შესახებ

A კატეგორიის ლიცენზია, ფაქტობრივად ფასიანი ქაღალდია, რომელიც მისი მფლობელისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ტაქსების რეფორმის მე-3 ეტაპის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ ლიცენზია, რომელსაც იღებენ ტაქსის მძღოლები, ამიერიდან იქნება არა უბრალო ქაღალდი, არამედ ფასიანი ქაღალდი/აქტივი თავისი ღირებულებით და მის მფლობელებს მისცემს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობებს. პოზიტიურად ვაფასებთ ამ რეფორმას, ვინაიდან ზემოხსენებული ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ბიზნეს აქტივობისა და კეთილდღეობის ზრდას. ამასთან, ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა იდეა, რომ A კატეგორიის უვადო ნებართვის მქონე პირს შესაძლებლობა ექნება შესაბამისი პლატფორმის მეშვეობით გააქირაოს ან გაყიდოს მის კუთვნილებაში არსებული ლიცენზია.

ეს ნებართვა/ლიცენზია ხდება ფასიანი ქაღალდი, რომელიც, მისი მფლობელისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ამას გარდა, პირადად ჩემთვის ღირებული და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ტაქსების რეფორმით თბილისის მერიამ ეს პროფესია და ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანები დააფასა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი პროფესია სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული, თუ გვინდა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და განვითარება გვქონდეს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close