საზოგადოება
„გული ცუდს მიგრძნობს. მეშინია, ისტერიული სიძულვილის ახალ სპირალს ვადგევართ..“
გადავწყვიტე გამოვეთიშო ამ საყოველთაო რბოლას დაძაბულობის მატებისაკენ – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ ჩვენი თანამემამულეების სპორტული წარმატებებიც უბრალოდ კი არ გვიხარია – ვიღაცის საჯიბროდ გადავაქციეთ! ახლა ვნახე ასეთი სტატუსები როგორც სხვა ქვეყნის სახელით მოჭიდავე ჩვენი თანამემამულის, ასევე ჩოგბურთელის გამარჯვებებზე.
გული ცუდს მიგრძნობს. მეშინია, ისტერიული სიძულვილის ახალ სპირალს ვადგევართ. სულაც არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ყველას ერთნაირი აზრი უნდა ჰქონდეს – პირიქით! მაგრამ ასეთი მონდომება და აშკარად გამოხატვა იმისა, რომ ნებისმიერი ოპონენტი ფიზიკურად განადგურდეს, არ არსებობდეს ბუნებაში – სიკეთეს არ მოგვიტანს, ”– წერს გადელია.