მიშა სააკაშვილმა ოჯახი შექმნა და ციხეში თაფლობის თვე მოიწყო თაფლის ქილებთან ერთად. ამ დროს მე, ამ წლების განმავლობაში ოჯახი დამენგრა მიშა სააკაშვილის დევნის გამო, – ამის შესახებ ყინწვისის საქმეზე დაკავებულმა მიხეილ ცილიკიშვილმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
„მე ციხეში ვიყავი, მეუღლე ადვოკატი იყო და მეუღლეს, რა თქმა უნდა, დაუწყეს ბავშვებთან ერთად დევნა. ბავშვებს ტელეფონით ვზრდი. გამიგეთ ხომ რაშია საქმე? მაგრამ ვერ გაგვტეხენ. იცით რა მიკვირს? ადამიანები, რომლებიც დღეს მიშა სააკაშვილს და მის სექტას უჭერენ მხარს. როგორ შეიძლება ადამიანმა მხარი დაუჭიროთ ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე? გესმით, ხალხნო? საქართველოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე?“, – განაცხადა ცილიკიშვილმა.