პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ – 48,6%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 27,1% – მმართველი პარტია კვლევის შედეგებს აქვეყნებს
„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 48,6%-ით ლიდერობს.
კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 48,6%;
„ნაციონალური მოძრაობა“ – 27,1%;
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 3.4%;
„მოქალაქეები“ – 2,6%;
„პატრიოტთა ალიანსი – 2,4%;
„მესამე ძალა“ – 2,3%;
„ლელო“ – 2,3%;
„ლეიბორისტული პარტია“ – 1,2%;
„გირჩი“ – 1,1%;
„ევროპული საქართველო“ – 1,1%;
სხვა პარტიები – 2,1%.
კვლევის საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა და 2 975 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 3%-ია.