პოლიტიკა

ინტელექტისგან დაცლილი პარტია ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის – სამადაშვილი ენმ-ზე

სალომე სამადაშვილი მის ყოფილ პარტიას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. როგორც სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, პარტია ძალადობისკენ არ უნდა მოუწოდებდეს ხალხს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენას არ აპირებს.

საქართველოს პარლამენტში დეპუტატი ენმ-ზე ამბობს, რომ ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის

“ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არ ვაპირებ ენმ-ში დარჩენას. რა არის პარტიის ღირებულებები, რომლის პოლიტიკური საბჭოს წევრები ძალადობის მოწოდებებს წერენ საჯაროდ, ჩემთვის გაუგებარია. სიმართლე კი ისაა, რომ ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის, თუმცა შესაძლოა დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიად. როგორც არის, უკვე დიდი ხანია,” – წერს სალომე სამადაშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close