საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა მუშაობას 2 დღეში განაახლებს
საქართველოს რკინიგზა ფუნქციონირებას 2 დღეში განაახლებს. გარკვეული მომზადება დასჭირდა და უკვე განაახლებს მარშუტებს და გამოაცხადებს განრიგს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით ახლა მთავარია, რომ დადებითი მუხტი შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს. მინისტრმა ყველას პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისკენ მოუწოდა.
დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა.