Slider
სამთო კურორტები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, რესტორნები – ხვალიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.
- 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება
- 8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება
- ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ შაბათ-კვირის გარდა
- 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.