საზოგადოება
ორ პატრიარქთან შეხვედრის მიზეზს ჩავწვდეთ – ამირან სალუქვაძე
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„პომპეოს ვიზიტში სკანდალს ეძებენ, თუ რატომ არ შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს. ეს ერთი კვირის წინ იყო ცნობილი და, დიდი ალბათობით, ეს არაა ერდოღანის დემარში, არამედ აშშ-თურქეთის უთანხმოებებია სხვადასხვა საკითხებში.
სხვა მომენტს დააკვირდით: სტამბოლში პომპეო მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ხვდება, საქართველოში კი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. აი ამ ორი შეხვედრის მიზეზს ჩავწვდეთ.
სხვა მიზეზებზე, რეგიონული პრობლემები და აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, მეც დავწერე, სხვებმაც. არ გავიმეორებ. მხოლოდ ორ პატრიარქთან შეხვედრაზე ვაკეთებ აქცენტს“ – წერს ამირან სალუქვაძე.