პოლიტიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს

მში გამართული ოპოზიციური ფლანგის მოლაპარაკებებისას შეჯერებული საკითხების ნაწილს მოიცავს.

შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმდა და ის სამი ნაწილისგან შედგება.

„პოლიციის დეცენტრალიზაცია და შს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება. თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც სცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა; პროკურატურა – ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას, პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება, ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა. სუს-ი – სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში.

როგორც შეთანხმების გაფორმების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, კანონის უზენაესობისთვის მართლმსაჯულების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ სამი მიმართულებით რეფორმირებას. დიდი იმედი მაქვს სხვა ოპოზიციური პარტიებიც შემოგვიერთდებიან. ეს იყო ძალიან რთული შეთანხმების პროცესი. ეს რეფორმა, რომელიც ახლა აქ არის ასახული, სრულად ჯდება იმ პოლიტიკურ პლატფორმაში, რომელიც გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მართლმსაჯულების რეფორმირების მიმართულებით. სრულად ვაცნობიერებ, რომ საქართველოში დეპოლიტიზირებული პოლიცია აღარ უნდა არსებობდეს, პოლიციელი უნდა იყოს ღირსეული მსახური საზოგადოების და არ უნდა იყოს პოლიტიკური შეკვეთების განმახორციელებელი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

1 tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close