“ძილის წინ ბავშვებს ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული…” – პედიატრის გაფრთხილება
ასვით ბევრი წყალი, მაგრამ რეგიონებში ცენტრალური წყალგაყვანილობის და ზოგადად წყლის პრობლემის გამო, ჯობია ასვათ ნაყიდი წყალი ან გადადუღებული და გაგრილებული.
SPF 30-50, და თავზე დაახურთ კეპი, მარკეტებში პერიოდულად მაცივრებს რთავენ, ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით, ამიტომ ფრთხილად შეიძინეთ მალფუჭადი პროდუქტები, ყურადღება მიაქციეთ მითითებულ ვადებს, პურზეც აუცილებლად, კოლოფების მთლიანობას, ნუ იყიდით კრემიან ნამცხვრებს.
ზაფხულში ხშირია დიარეა, ღებინება, რაც შეიძლება კვებითმა ინტოქსიკაციამ გამოიწვიოს, შეიძლება მოხდეს ტემპერატურული რეაქციების თანხვედრაც ამ სიმპტომებთან, რისი მიზეზიც ნაწლავური ვირუსები ან ბაქტერიები შეიძლება იყოს, ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ კლინიკას. ბავშვს შეიძლება ალერგიული რეაქციები განუვითარდეს, ამ სეზონზე განსაკუთრებით ხშირია, ცემინება, ხველა, კანზე გამონაყარი, შეშუპება, შეწითლება(მწერის ნაკბენზე)აუცილებელია დიფერენცირება ექიმმა მოახდინოს, ამიტომ იქონიეთ კონტაქტი თქვენს პედიატრთან! ეს ყველაფერი თქვენთვის კარგად ცნობილია, მაგრამ შეხსენება, მერწმუნეთ, არ გვაწყენს! ჯანმრთელი, ბედნიერი და მშვიდობიანი ზაფხული თქვენ და თქვენს პატარებს”, – წერს ინგა მამუჩიშვილი.