მსოფლიო

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში უცნაური პირბადით მივიდა

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, მეგი დე ბლოკის ახალმა პირბადემ მედიის ყურადღება მიიპყრო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მეგი დე ბლოკი პარლამენტში მივიდა პირბადით, რომელზეც მისივე სახე იყო გამოსახული.

მიუხედავად იმისა, რომ ივნისში დე ბლოკმა პირბადის სავალდებულო ტარების რეგულაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ გაამწესებს თითოეულ მაღაზიაში თითო პოლიციელს, რათა მან ამ რეგულაციის შესრულება გააკონტროლოს, ამჯერად მინისტრმა მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ საკმაოდ ორიგინალურად მოუწოდა.

ბელგიაში პირბადის ტარება შენობებში სავალდებულოა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close