პოლიტიკა

გია ჯოხთაბერიძე გიგა ბოკერიას – რა მადლობა, 66 დღე ციხეში მამყოფეთ და „მაკაჩავეთ“

კომპანია „მაგთის“ მფლობელ გია ჯოხთაბერიძესა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას შორის, გუშინდელ კომიტეტზე სიტყვიერი შეკამათება მოხდა.

„66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ, მოგვეცი კომპანიაო“ –  გია ჯოხთაბერიძემ „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგა ბოკერიას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მისი დაპატიმრების ფაქტი შეახსენა და უთხრა, რომ სიმწარე ახსოვს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გია ჯოხთაბერიძის რეაქცია გიგა ბოკერიას მიერ ბიზნესის წარმომადგენლების მისამართით გამოთქმულ მადლიერების და პატივისცემის გამოხატვას მოჰყვა.

„ყველას მინდა ვუთხრა, მთელი პატივისცემით ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ“ – განაცხადა ბოკერიამ, რაზეც ჯოხთაბერიძემ უპასუხა – „რა მადლობა, 66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ, მოგვეცი კომპანიაო. სიმწარე, სიმწარე მახსოვს,“ – განაცხადა ჯოხთაბერიძემ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close