საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1000-ს გადასცდა

​​საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 873 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია – 15 კარანტინის რეჟიმშია – 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 244 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 31 საქართველოს მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close