მსოფლიო

ანკარა უყოყმანოდ შეეწინააღმდეგება აზერბაიჯანის უფლებებისა და ტერიტორიის ნებისმიერ ხელყოფას – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთი მკაცრად გმობს სომხეთის მხრიდან მეგობარი და მოძმე აზერბაიჯანის წინააღმდეგ თავდასხმებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის განცხადებას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა უყოყმანოდ შეეწინააღმდეგება აზერბაიჯანის უფლებებისა და ტერიტორიის ნებისმიერ ხელყოფას.

ერდოღანმა დაძაბულობის ესკალაციაზე პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს დააკისრა და აღნიშნა, რომ დაძაბულობა შეტაკებებში სომხეთის „უგუნური და სისტემატური თავდასხმების შედეგად გადაიზარდა“.

„მიზანს წარმოადგენს მთიან ყარაბაღში ვითარების დარეგულირებისთვის ხელის შეშლა, ასევე შეტაკებების ახალი კერების შექმნა“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანის თქმით, აგრესიულობა სომხეთის მხრიდან, რომელსაც არ ძალუძს მრავალრიცხოვანი შიდა პრობლემების მოგვარება, უპირველეს ყოვლისა საკუთარი მოსახლეობისადმი უპატივცემულობაა.

1tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close